41 დაღუპული | პოლტავას რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

პოლტავაზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა -  განაცხადა პოლტავას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ფილიპ პრონინმა.

„დიდი ტრაგედია პოლტავას რეგიონისთვის და მთელი ქვეყნისთვის. მტრის თავდასხმას 41 სიცოცხლე შეეწირა. დაშავდა 180-ზე მეტი ადამიანი. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებსა და მეგობრებს. ხვალიდან რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდება“, - წერს ის სოციალურ ქსელში.

ცენტრალური უკრაინის ქალაქზე რუსეთმა მასშტაბური სარაკეტო იერიში დღეს მიიტანა.  ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულება და საავადმყოფო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი