სეპარატისტები "ოცნებას" მხარს უჭერენ | შამბამ ქართულ ოპოზიციას "კონფრონტაციული" უწოდა

გამოქვეყნდა:

„მე მჯერა, რომ ჩვენ ინტერესებშია მათი ურთიერთობა ნორმალურად განვითარდეს" - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა რუსეთ- საქართველოს შორის ურთიერთობებზე დასმული კითხვის პასუხად

„არ მჯერა, რომ რუსეთს შეუძლია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღება“ - ამბობს შამბა და ქართულ ოპოზიციას "კონფრონტაციულს" უწოდებს:

"იმან, რომ რუსეთი და საქართველო ერთ დღეს ნორმალურ ურთიერთობას დაამყარებენ, ვფიქრობ, არ უნდა შეგვაშინოს, რადგან მეზობლებთან მშვიდობიანი ურთიერთობა ყოველთვის ნებისმიერი სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს. თუ საქართველოში კონფრონტაციული ოპოზიცია გაიმარჯვებს, არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს ინტერესებში შედის“, - განაცხადა შამბამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი