"მთავარის" ინფორმაციით, პედოფილიის საქმეზე დაკავებული 32 წლის კაცი, მოქმედი სამხედროა

გამოქვეყნდა:

პედოფილიის საქმეზე დაკავებული, მოქმედი სამხედროა - ამის შესახებ "მთავარისთვის" მეზობლებისგან გახდა ცნობილი. 32 წლის კაცი საგამოძიებო სამსახურმა დღეს დააკავა. მას ათობით ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების, სექსუალური ძალადობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას ედავებიან. მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირი სამეგრელოდანაა. "მთავარი არხი" დაკავებულის სახელსა და გვარს არ ასაჯაროებს. 

დაკავებულს ბრალი ცოტა ხნის წინ წაუყენეს. მისი ადვოკატი საქმის დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.  ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. 

იხილეთ:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი