გორის სასამართლო 28 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებული ძმების აღკვეთზე მსჯელობს

გამოქვეყნდა:

გორის რაიონულ სასამართლოში  ნიკა ღვინიაშვილის წამებით მკვლელობისთვის დაკავებული ძმების, ელგუჯა და ემზარ მედოშვილების აღკვეთზე მსჯელობენ. 

პროკურატურა მათთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას აყენებს. ჯერჯერობით უცნობია თავად ბრალდებულების პოზიცია.

56 და 65 წლის მამაკაცებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახი მკვლელობა ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობა  სოფელ ზღუდერში 2 სექტემბერს მოხდა. 28 წლის  ნიკა ღვინიაშვილი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ძმები, თავიანთი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სხეულის სხვადასხვა ადგილებში დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი კისერზე ხელის მოჭერით გაგუდეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი