სამმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა | სტეფანჩუკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის უმაღლეს რადაში ერთდროულად სამი მინისტრის გადადგომის შესახებ განცხადება შემოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს: უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრებმა 

სტეფანჩუკის ინფორმაციითვე, გადადგომის განცხადება მიიღეს უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის თავმჯდომარისგანაც.

რადას თავმჯდომარის თქმით, ყველა განცხადება განიხილება უახლოეს პლენარულ სხდომაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი