კრემლი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს სანქციებს უწესებს - მარიონეტული მთავრობისთვის მიცემული დრო ამოიწურა და შესაბამისად რეგიონში განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილო აგრესორმა სახელმწიფომ რეპრესიები დაიწყო და დაფინანსება შეაჩერა. საქმე ეხება სამ სხვადასხვა კანონს, რომლების დამტკიცებასაც მოსკოვი მოითხოვდა. სწორედ ამ კანონების მეშვეობით რუსეთის მოქალაქეები მიიღებდნენ აფხაზეთში უძრავ ქონებას და დაიკანონებდნენ მიწებს, რაც კიდევ უფრო გაზრდიდა რეგიონის ანექსიის საფრთხეს. ოკუპირებულ რეგიონში არსებული კრიზისის ფონზე კვლავ დუმს ოლიგაქრის ხელისუფლება. "ქართულ ოცნებას" პუტინის რეჟიმის მხრიდან ანექსიის მორიგ მცდელობასთან დაკავშირებით განცხადებაც კი არ გაუვრცელებია.