"მისი კომენტარები იყო სწორი, ძლიერი..." "ძალიან კარგ საქმეს აკეთებს..." - ასე ეხმაურებიან უცხოელი პოლიტიკოსები საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნება" კოშმარად იქცა.
"მე ვესწრებოდი პრეზიდენტის გამოსვლას გუშინ, როგორც ვიცით, მან ვეტო დაადო კანონს არასამთავრობოების შესახებ და მისი კომენტარები იყო სწორი, ძლიერი. მაგრამ სამწუხაროდ სამთავრობო სექტორში ის უმცირესობაშია", - ამბობს ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ კრამერი.
"ვფიქრობ პრეზიდენტი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, როდესაც საუბრობს მთელი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. ამავე დროს, ის ცდილობს, არ ისაუბროს ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიაზე, ასეთ რიტორიკაზე მაღლა დადგეს და ეს ძალიან კარგია", - ამბობს დიპლომატი კურტ ვოლკერი.
იხილეთ ასევე: