რუსლან აბაშიძის შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა დაიკავოს. ის ერთ-ერთია იმ 84-დან, რომელმაც რუსულ კანონს დაუჭირა მხარი.
ლევან მგალობლიშვილმა "მთავარ არხთან" კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. შესაბამისად, უცნობია მიიღო თუ არა შემოთავაზება.
შეგახსენებთ, რომ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა.