პოლტავაში, ნანგრევებში მოყოლილებს ისევ ეძებენ | რუსეთის თავდასხმას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

პოლტავაში,  საგანმანათლებლო დაწესებულებაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 53 ადამიანია დაღუპული. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, დაშავებულია 300-მდე, თუმცა ამ დრომდე გრძელდება ნანგრევებში დაკარგულების ძებნა და არ არის გამორიცხული მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს. 

თავდასხმის შედეგად კი ნაწილობრივ დაინგრა ექვსსართულიანი სასწავლო კორპუსი, სავარაუდოდ, შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრის,  დაზიანდა სამი საცხოვრებელი კორპუსი, ხუთი კერძო სახლი და საოფისე შენობა. 

რუსებმა პოლტავა გუშინ, 3 სექტემბერს დაბომბეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი