როსტოვის ოლქში, 28 აგვისტოს, ნავთობის საცავში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მოხდა

გამოქვეყნდა:

როსტოვის ოლქის კამენსკის რაიონის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ სავინმა სოციალურ ქსელ Vkontakte-ზე განაცხადა, რომ ნავთობის საცავში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია (ანუ გავრცელება შეწყდა, მაგრამ ბოლომდე ლიკვიდირებული ჯერ არ არის).

ხანძარი 28 აგვისტოს დრონით თავდასხმის შედეგად გაჩნდა. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ კვამლის სვეტი კოსმოსიდან ჩანდა.

უკრაინულმა მედიამ ეს ობიექტი აღწერა, როგორც "როსრეზერვის" საცავი "ატლასი". უკრაინული მედია წერდა, რომ აღნიშნული საცავი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილია და ნავთობპროდუქტებს აწვდის რუსეთის შეიარაღებულ ძალებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი