ემიგრაციის ზრდის ხარჯზე შემცირებული უმუშევრობა | ქვეყანას შრომისუნარიანი მოქალაქეები ტოვებენ

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება უმუშევრობის დონის შემცირებას წარმატებულ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს, მაგრამ ექსპერტები საპირისპიროს ამტკიცებენ და სტატისტიკის მონაცემებიც მათ ვერსიას ადასტურებს. ამბობენ, რომ უმუშევრობა საქართველოში იმდენად მწვავე პრობლემაა, რომ შრომისუნარიანი მოქალაქეები იძულებული არიან დატოვონ ქვეყანა - სწორედ ასე მცირდება, მათი თქმით, საქართველოში უმუშევართა რაოდენობა და არა ახალი სამუაშაო ადგილების შექმნით. 

შემოსავლების სამსახურის კიდევ ერთი მონაცემით ირკევვა, რომ 2023 წელს, დასაქმებულთა დაახლოებით 25 პროცენტს, ანუ 330 ათას ადამიანს, ხელფასი საარსებო მინიმუმზე ნაკლები ჰქონდა. საარსებო მინიმუმის მსგავსად კიდევ უფრო ტრაგიკულია ე.წ საცხოვრებელ ხელფასი, ანუ შემოსავალი, რომელიც ადამიანისა და მისი ოჯახის განვითარების მინიმალურ შესაძლებლობასაც არ იძლევა. 2022 წელს საცხოვრებელი ხელფასი ათას 800 ლარამდე, 2024 წელს კი - ათას 900 ლარამდე იყო. მძიმეა ეს ციფრებიც, რომელიც ადასტურებს, რომ საცხოვრებელ ხელფასზე ნაკლები ხელფასი დასაქმებულთა დაახლოებით 70 პროცენტს ჰქონდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი