ქართული ღვინის რუსული ბაზარი | კახეთში მევენახეების პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

რუსეთი ქართული ღვინის მთავარ მომხმარებლად რჩება - წლიდან წლამდე ექსპორტი ოკუპანტ ქვეყანაში სულ უფრო იზრდება. 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულება წინა წელთან შედარებით 36%ით - 29 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.

ბიზნესს მთლიანად ხელისუფლებასთნ დაკავშირებული უმსხვილესი კომპანიები აკონტროლებენ, კახელი მევენახეებისთვის კი ყურძენი წელსაც 1 ლარი ღირს.

"ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებამ გლეხები ქუჩაში გამოიყვანა. ყურძნის დაბალ ფასს კახელი მევენახეები უკვე კვირაზე მეტია უშედეგოდ აპროტესტებენ. მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული, ყვარლის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფლის მოსახლეობამ, ვისაც ყურძენი აქვს გასაყიდი, დღეს სოფელ ჭიკაანთან ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა. მევენახეები შიშბენ, რომ ჩაბარებული ყურძნის ფასი ხარჯებს ვერ გადაფარავს.

ავტორები: ია გულიაშვილი, ჟანა აკოფაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი