ჯორჯიის შტატში, ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში სროლისას 4 პირი დაიღუპა | არიან დაშავებულებიც

გამოქვეყნდა:

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში სროლის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 30-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ ინცინდენტი ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. როგორც ირკვევა, ეჭვმიტანილი ახალგაზრდა პირია, რომელიც ამ დროისთვის უკვე დაკავებულია. 

პოლიციამ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, რაიონში ყველა სასწავლო დაწესებულება დაკეტა. დაშავებულთა ნაწილი შემთხვევის ადგილიდან ვერტმფრენებით გამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი