აშშ-მა რუსი ჰაკერები და პროპაგანდისტები დაასანქცირა, მათ შორისაა სიმონიანი

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსი ჰაკერები და პროპაგანდისტები დაასანქცირა, რომლებიც, მათი თქმით, აშშ-ის სარეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ამერიკაში საზოგადოებრივ აზრზე მოქმედებდნენ.

როგორც გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი საუბრობს, სანქცირებულთა შორის არიან Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი, ასევე მისი მოადგილეები ელიზავეტა ბროდსკა და ანტონ ანისიმოვი, ინგლისურენოვანი მაუწყებლობის დირექტორის მოადგილე, ანდრეი კიაშკო, ციფრული მედიის პროექტების ხელმძღვანელი კოსტიანტინ კალაშნიკოვი და მისი ხელქვეითი ოლენა აფანასიევა.

აშშ-ში ამბობენ, რომ ტელევიზიის თანამშრომლებმა და მენეჯმენტმა დაიქირავეს ხალხი და აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინ ცრუ პროპაგანდით ცდილობდნენ მოსახლეობის აზრის შეცვლას და გავლენების მოპოვებას. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი