"როგორ შეიძლება, არჩევნებმა საქართველოში, დიდი დარტყმა მიაყენოს პუტინს ან აშშ-ს" | The Hill-ის სტატია

გამოქვეყნდა:

"როგორ შეიძლება საქართველოს არჩევნებმა დიდი დარტყმა მიაყენოს პუტინს ან აშშ-ს", - ამ სათაურით აქვეყნებს საავტორო სტატიას გამოცემა The Hill. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში, ოქტომბრის ბოლოს, გადამწყვეტი არჩევნები გაიმართება და ეს იქნება შესაძლებლობა, პროდემოკრატიული ძალები პუტინის მიერ შთაგონებულ ავტოკრატებს უკანასკნელად დაუპისირპირდნენ. 

აქვე, აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების" მილიარდერი დამფუძნებელი და დე-ფაქტო ლიდერი ბიძინა ივანიშვილი განიხილება, როგორც პუტინის მარიონეტი, რომელიც მოქმედებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად, ძალაუფლების კონსოლიდაციისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საფრთხის წინაშე. 

სტატიის ავტორი წერს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში "მმართველი პარტია ავრცელებს შეთქმულების თეორიებს იმის შესახებ, რომ აშშ და ევროპელი ლიდერები გადატრიალების მოწყობასა და ქვეყანაში, უკრაინის შემდეგ, "მეორე ფრონტის" გახსნაზე მუშაობენ. აქვე, ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ, ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა იმ კანონმდებლობის მიღებისთვის, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და ორგანიაციების, თავისუფალი პრესის ჩახშობასა და ლგბტქ უფლებების უკან დახევას გულისხმობს. აქვე, ნათქვამია, რომ ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. 

"ჩემი [საქართველოსადმი] დამოკიდებულება ნამდვილად გამომდინარეობს ევროპული იმედიდან, რომ ჩვენ ვიხილავთ ძლიერი, მყარი დემოკრატიების წარმოქმნას, რომლებიც მთელ მსოფლიოში მსველობენ. ისინი ამის განუყოფელი ნაწილია", - უთხრა გამოცემას კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა, რომელიც თბილისში აგვისტოში, სენატორ შაჰინთან ერთად იმყოფებოდა - "საქართველოსთვის, ევროპისკენ მიმავალი განვითარებადი დემოკრატიების ანგარიშები ჟურნალში ყოფნა წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. თუ ეს არ მოხდება, ეს შეიძლება იყოს ტენდენცია და ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი". 

"მეტი ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რაც ახლა აქ ხდება" - სტატიაში ნათქვამია, რომ ივანიშვილმა აშშ-ის არჩევნებში ტრამპის უპირატესობაზე მიუთითა და თქვა, რომ მისი ხელახალი არჩევა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებას გამოიწვევს და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებულ სანქციებს გააუქმებს. 

"თქვენ მხოლოდ უნდა გადახედით ბაიდენის ადმინისტრაციისა და ტრამპის ადმინისტრაციის წარსულ პოლიტიკას, რომ ნახოთ, რომ არანაირი ცვლილება არ იქნება და ორივე მთავრობის პოლიტიკა ერთნაირია", - თქვა ტერნერმა თბილისში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე. 

გამოცემა წერს რუსულ კანონზეც. სტატიის ავტორი აღნიჩნავს, რომ აღნიშნული კანონის მიღება "ქართული ოცნების" მიერ ბოლო დროს განხორციელებულ ყველაზე შემაშფოთებელ ქმედებებს შორისაა. აქვე, ნათქვამია, რომ კრემლის მიერ მიღებულმა კანონმა 2012 წელს თითქმის ყველა დამოუკიდებელი სამოქალაქო, 
ანტისამთავრობო ორგანიზაცია აიძულა, რომ გაჩუმებულიყო. 

სტატიის ავტორი ციტირებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს და მასზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული კანონის მიღება ხელისუფლების მხრიდან მცდელობაა, დაიპყროს საქართველოში დარჩენილი დემოკრატიული საყრდენი, სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი პრესა. სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ, 12 სექტემბერს, რამდენიმე დღის წინ, გიგაურმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე ისაუბრა. 

გამოცემა წერს იმასაც, რომ "ქართული ოცნება" ოპოზიციური პარტიების აკრძალვით იმუქრება და ეს პირობა ივანიშვილმა და კობახიძემ დადეს. 

"მეტი ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რაც ახლა აქ ხდება რადგან ფსონები უზარმაზარია და ეს არ ეხება მხოლოდ იმას, რაც საქართველოში ხდება", - უთხრა გამოცემას "რადიო თავისუფლების" პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ კაპუსმა.

სტატია სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი