"აშშ-ში ძალადობის ადგილი არ არის" | კამალა ჰარისი ტრამპის სიახლოვეს სროლაზე

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ში ძალადობის ადგილი არ არის.

„მე მივიღე ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მახლობლად გასროლის შესახებ და მიხარია, რომ უსაფრთხოდ არის. ამერიკაში ძალადობის ადგილი ადგილი არ არის“, - წერს ჰარისი.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ტრამპი მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ უსაფრთხოდაა. მედიის ცნობით, ტრამპის გოლფკლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი