რუსეთი უკრაინის რეგიონებს დრონებით ესხმის თავს | საჰაერო თავდაცვა მოქმედებს კიევშიც

გამოქვეყნდა:

რუსეთმა ისევ მიიტანა უკრაინაზე იარიში "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით. კიევის ხელისუფლება იტყობინება, რომ ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მოქმედებს. კიევის გარდა, დრონები, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, კვლავ ჰაერშია სუმის, ჩერნიგოვის, პოლტავას და კიროვოგრადის რეგიონებში.

"ქალაქში საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ. დარჩით თავშესაფრებში!" - დაწერა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ "ტელეგრამზე".

საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება ბოლო საათში ისმოდა: ხერსონის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რაიონებში.

სარაკეტო დარტყმის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი