"ნიკოლას პირველი დღე“, – ამ წარწერით აქვეყნებს თბილისის მერი, კახა კალაძე შვილის სკოლაში შესვლის ვიდეოს TikTok-ზე.
ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, "ოცნების" ლიდერმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ შვილი საფრანგეთის მთავრობის მიერ დაფუძნებულ სკოლაში მიიყვანა, რომლის ატესტატსაც აღიარებს საფრანგეთის განათლების სამინისტრო.
სკოლა საქართველოში 2006 წელს, საფრანგეთის საელჩომ დააარსა და იქ დაწყებით კლასებში სწავლის წლიური საფასური 5 600 ევროა.
სავარაუდოდ ამავე სკოლაში შეიყვანა შვილი კულტურის მინისტრმა წულუკიანმა.
["ნეტგაზეთი"]