რადამ კულებას გადადგომის განცხადება დაუკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უმაღლეს რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის განცხადებას მხარი დაუჭირა.

კულებამ განცხადება უკრაინის პარლამენტს კვირის დასაწყისში წარუდგინა, ისევე როგორც რამდენიმე სხვა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა. გუშინ რადამ კულებას გარდა, ყველა განცხადება განიხილა და ერთის გარდა, დააკმაყოფილა.

კულებას გადადგომაზე კენჭისყრა კი დღეს გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი