"ქართული ოცნების" დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იქნება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მისი კანდიდატურა უკვე წარადგინა.
ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთში ცნობილი ოჯახიდანაა, მისი ბაბუა ბიძინა მგალობლიშვილი აფხაზეთში ცნობილი ფსიქიატრი იყო, ის 74 წლის ასაკში 1993 წელს სოხუმის დაცემის შემდეგ დახვრიტეს.
თავად ლევან მგალობლიშვილი 1977 წელს სოხუმშია დაბადებული. ის ერთ-ერთია იმ დეპუტატთაან, რომელმაც რუსულ კანონს დაუჭირა მხარი.
რა ქონებას ფლობს დევნილობაში მყოფი მთავრობის მომავალი ხელმძღვანელი:
ლევან მგალობლიშვილს დეკლარაცია 2023 წლის დეკემბერში აქვს ჩაბარებული. დეკლარაციის თანახმად მგალობლიშვილი ფლობს მიწის ნაკვეთებს და უძრავ ქონებას აბაშაში, სამტრედიასა და თბილისში. კერძოდ:
აბაშის მუნიციპალიტეტი სოფელი მარანი (დაახლოებით 4 ჰექტარი)
ქალაქი სამტრედია. პეტრე იბერის ქუჩა #1
თბილისი. ზვიად გამსახურდიას სანაპირო #106
თბილისი გიორგი ახვლედიანის #13
მგალობლიშვუილი მფლობელი და მეწილეა რამდენიმე კომპანიის
შპს მარშალ ქონსთრაქშენი -100%
შპს საინვესტიციო ჯგუფი თლ - 50%
შპს ლევანიტა - 100%
შპს ლაგუნა - 50%
შპს მარშალ დეველოპმენტი 100%
შპს მარშალ დიდი დიღომი 100%
შპს მარშალ დეველოპმენტი ვერა 100%
შპს ჩემი სახლი გუდაურში 100%
2022 წელს პარლამენტში გასამრჯელოს სახით მიღებული აქვს 49304 ლარი, მიწის იჯარით კი 207822$.
რაც შეეხება იმას, თუ რას საქმიანობდა მგალობლიშვილი წინა ხელისუფლების დროს, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ის "ნაციონალური მოძრაობის" დროსაც მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, კერძოდ:
2004-2005 წლებში იყო თბილისის საკრებულოსა და მთავროპის აპარატი, კონტროლის სამსახურის უფროსი, 2005-2006 წლებში იყო თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული კომპანია, შპს "შუქნიშნების" დირექტორი, 2008-2009 წლებში მუშაობდა სახელმწიფო კომპანია შპს გამომცემლობა "სამშობლოში".
ავტორი: ნინო ზედგენიძე