უკრაინის პრეზიდენტმა NBC News-თან ინტერვიუში რუსეთის კურსკის რეგიონში მიმდინარე ოპერაციაზე საუბრისას, თქვა, რომ დაზვერვისგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ რუსეთი საზღვართან ბუფერული ზონის შექმნას გეგმავდა და საჭირო იყო შესაბამისი ოპერაციის ჩატარება:
"ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ჩვენი დაზვერვისგან, რომ რუსეთის ფედერაცია გეგმავდა ამ ბუფერული ზონის შექმნას. პუტინმა და მისმა გარემოცვამ ღიად განაცხადეს კიდეც, რომ მათ სურთ შექმნან ბუფერული ზონა ჩვენი საზღვრის გასწვრივ ჩვენი სახელმწიფოს რამდენიმე კილომეტრის სიღრმეში. ჩვენ მივხვდით, რომ ისინი არ გაჩერდებიან და რომ საჭირო იყო შესაბამისი ოპერაციის ჩატარება. ისე, რომ ბუფერული ზონა მათ მიერ კი არა, ჩვენ მიერ არის შექმნილი." - განმარტა ზელენსკიმ.
ამავე ინტერვიუში, ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას რუსული ტერიტორია არ სჭირდება და ოპერაცია უკრაინის მთლიანობის აღდგენას ემსახურება:
"ჩვენ არ გვჭირდება მათი მოქალაქეები. ტყვედ აგვყავს მხოლოდ მათი სამხედროები, რომ ჩვენ სამხედროებზე გავცვალოთ. იგივეა ტერიტორიებზეც, ჩვენ არ გვჭირდება მათი მიწა." თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის რეგიონში 6 აგვისტოს შევიდნენ და მას შემდეგ, აკონტროლებენ რუსეთის ტერიტორიის 1300 კვადრატულ კილომეტრსა და 100 დასახლებულ პუნქტზე. ტყვედ ჰყავთ 600 რუსი ჯარისკაცი.