რუსეთში, გერმანიის მოქალაქე, რეჟისორი, ანდრეი ნეკრასოვი დააკავეს

გამოქვეყნდა:

რუსეთში, სმოლენსკის ოლქში, გერმანიის მოქალაქე, რეჟისორი, ანდრეი ნეკრასოვი დააკავეს - ამის შესახებ მან სატელეფონო ზარის მეშვეობით Deutsche Welle-ს განუცხადა. 

რეჟისორის თქმით, ის 24 აგვისტოს FSB-ს თანამშრომლებმა დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული მუხლის დარღვევაში "არაკანონიერი პროფესიული საქმიანობის" მუხლით აღიძრა. სამსამართლომ მას 90-დღემდე პატიმრობა მიუსაჯა. რეჟისორი პატიმრობას უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავების იზოლატორში გაატარებს. 

ცნობილია, რომ ნეკრასოვი სანკტ-პეტერბურგის მკვიდრია, თუმცა 70-იან წლებში ემიგრაციაში წავიდა და ის ამჟამად გერმანიის მოქალაქეა.

ცნობისთვის, მის გადაღებულ ფილმებს შორისაა ფილმი "რუსული გაკვეთილები", რომელიც 2008 წლია აგვისტოს ომის მოვლენებს ასახავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი