"ილიას გზა" | კოალიციამ "ძლიერი საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა წარადგინა

გამოქვეყნდა:

კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას მართავს. პოლიტიკური ლიდერები ამ წუთებში მხარდამჭერებს საგურამოდან მიმართვენ - პროგრამის სახელწოდებაა "ილიას გზა". პრეზენტაციაც, სიმბოლურად, წიწამურში, ილიას ძეგლთან იმართება. კოალიციის ლიდერებმა 9-პუნქტიანი გეგმა წარადგინეს, რომლის შესრულებასაც გამარჯვების შემთხვევაში აპირებენ.

"ძალიან კონკრეტული გეგმა, 9 რეფორმა და 9 ნაბიჯი, როგორ უნდა სწრაფად გავერთიანდეთ და გავწევრიანდეთ ევროკავშირში და 9 ნაბიჯი, როგორ უნდა შევამციროთ საქართველოში რუსული გავლენა. ეს ეხება ვიზების შემოღებას, ეს ეხება ფრენების რეგულირებას, ეს ეხება აკრძალვას ჩვენი მიწების გაყიდვისა, რუსეთს რომ 20% ოკუპირებული აქვს და, რაც ყველაზე მთავარია, იმ სულისკვეთების დაბრუნებას, რასაც თავისუფალი ხალხი და თავისუფალი ერი იმსახურებს" - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი