ჩერნობილში რამდენიმე დღის წინ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ - როგორც უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება, ცეცხლის ქრობის პროცესში 120 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.
უწყების ცნობით, ტერიტორიას რადიაციულ-ქიმიური დაცვის სპეციალისტები მუდმივად ამოწმებენ. მათივე თქმით, ამჟამად რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია.
ამ დროისთვის, ცნობილია, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ე.წ. გაუცხოების ზონის ტერიტორიაზე ცეცხლი დაახლოებით 20 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.
ხანძრის გამო კიევის საოლქო ადმინისტრაციამ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.