ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერების დელეგაცია საქართველოში | საელჩოში დღეს პრესკონფერენცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დღეს გრემანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. საელჩოს ცნობით, პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: დებორა დიურინგი (კავშირი 90/მწვანეები), იურგენ ჰარდტი (ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), ულრიხ ლეხტე (თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP) და ნილს შმიდი (სოციალ-დემოკრატიული პარტია/SPD).

დელეგაცია თბილისში 4 სექტემბერს ჩამოვიდა. 

"ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, ჩავატაროთ კამპანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და სოლიდარობა გამოუვუცხადოთ სამოქალაქო საზოგადოებას", - წერდა დებორა დიურინგი X-ზე.

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი