"თხილის საშრობი ქარხანა დარჩელში მიტოვებული და გაძარცვულია" | წითლიძის თქმით, დავით კოდუამ საარჩევნო კამპანია სიცრუის ტირაჟირებით დაიწყო

გამოქვეყნდა:

პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანი წითლიძემ ზუგდიდში არსებულ კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა "ქართული ოცნების" დელეგატის საქმიანობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დავით კოდუამ საარჩევნო კამპანია სიცრუის ტირაჟირებით დაიწყო. მაგალითისთვის, "კოოპერატივი დარჩელის თხილი" მან ისე წარმოაჩინა, რომ თითქოს ქარხანა აქტიურად მუშაობს, რეალურად კი წითლიძის თქმით, ქარხანა დახურული და გაძარცვულია. დეპუტატი პროკურატურას მიმართავს ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.

"მე ხელში მიჭირავს ქართული ოცნების დელეგატის დავით კოდუას ფეისბუკის პოსტი, სადაც მან დაწერა, რომ ჩვენ ავაშენეთ ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი თხილის საშრობიო, სადაც დავასაქმეთ ადგილობრივებიო. ადგილი სადაც ახლა მე ვარ, არის სოფელი დარჩელი, ჩემს უკან არის თხილის საშრობი, რომელიც ახსენა ქართული ოცნების დელეგატმა ბატონმა კოდუამ. ეს ქარხანა აშენდა სახელმწიფო ფულით, 2 მილიონი დაიხარჯა მშენებლობისთვის და სულ რამდენიმე თვე იარსება, დღეს არის მიტოვებული და გაძარცვული. 500 ათასი ლარის მოწყობილობა, რომელიც ამ შენობაში შიგნით იყო, რომელიც არის სახელმწიფოს საკუთრება და უნდა მოხმარებოდა ზუგდიდელების კეთილდღეობას, შენობიდან არის გატანილი და არის გაძარცვული," - განაცხადა ანა წითლიძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი