მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადის აზოვის ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქში ნიუ-იორკის დასახლების ნაწილის დაბრუნება მოახერხეს. ინფორმაცია ამის შესახებ ბრიგადის ტელეგრამის არხზე გავრცელდა.
ამავდროულად, როგორც DeepState-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, "აზოვის" ბრიგადის ამ ნაწილში გადასროლა სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნელიპოვკა-ნიუ-იორკის დასახლებული პუნქტების სექტორში ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მოხდა. ანალიტიკოსების მონაცემებით, ნიუ-იორკის დასახლებაში მოხერხდა რუსების განდევნა ფენოლის ქარხნიდან, რომელიც ადგილზე მნიშვნელოვან საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა, ასევე ოკუპანტები განდევნეს ჩრდილოეთ გარეუბანში კერძო სექტორის ნაწილიდანაც.
"რაც ყველაზე მთავარია - მოწინააღმდეგეს ნელიპოვკისკენ გადასასვლელი გადაეჭრა." - აცხადებენ ანალიტიკოსები.
როგორც "აზოვის" ბრიგადა იტყობინება, იმ დროს, როდესაც ბრიგადა ტორეცკის მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებებში ჩაება, სიტუაცია საბრძოლო კონტაქტის ხაზზე "კატასტროფული" იყო, თუმცა "აზოვმა" მოახერხა სიტუაციის სტაბილიზაცია, ნიუ-იორკის ნაწილის კონტროლის ქვეშ დაბრუნება და მტრის ალყაში მოქცეული უკრაინელი სამხედროების გათავისუფლება.
ამასთან, როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება ვითარება რეგიონში კვლავ დაძაბულია. რუსები დღე-ღამეში 15-მდე შტურმს ახორციელებენ.