
ბათუმის სამშობიარო სახლის მედ პერსონალს უყურადღებობაში ადანაშაულებს 6 თვის ორსული, რომელსაც იზოლაციაში ყოფნის დროს კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტი ამბობს, რომ მედპერსოალი მისი ჯანმრთლეობის მგდგოამრეობით არ ინტერესედება
6 თვის ორსულმა 12 დღის წინ ჩავაბარე ანალიზი კოვიდზე, 10 დღის წინ პასუხი მომივიდა, რომ ვარ დადებითი. 8 დღე ვიყავი თვითიზოლაციაში გადმომიყვანეს სამშობიარო სახლში, ორი კვირის წინ ამიღეს PCR ტესტი, რომლის პასუხიც არ ვიცი, ექიმი არ შემოდის, არ გვეკითხება არაფერს, 3 ქალი ვწევართ ერთ პალატაში, ერთი საპირფარეშოთი. ასე გავიდა 14 დღე, მაინტერესებს რამდენი ხანი უნდა ვიყო აქ, - ამბობს პაციენტი.
დღეს, 20 სექტემებრს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ბათუმის ერთ-ერთი საავადმყოფოს პაციენტი პერსონალს ანტისანიტარიასა და უყურადღბობაში ადანაშაულებს. პრეტენზიები გამოითქვა რესპუბლიკურ საავადმყოფოზეს, სადაც პაციენტები ჩივიან, რომ პალატის დალაგება, საპირფარეშოს დასუფთავება თავად უწევთ, მათი თქმით, ადგილზე საკმარისი მედპერსონალი არაა.
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რაც შეეხება მთლიან საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა.