დღეიდან ტელევიზიებმა უნდა გაუშვან საარჩევნო რეკლამები, მაგრამ კომუნიკაციების კომისია არ იძლევა მკაფიო განმარტებას, რაც ოპოზიციას საეთერო დროს უმცირებს | კორძაია

გამოქვეყნდა:

ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობაში აცხადებენ, რომ  კომუნიკაციების კომისიის ქმედება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის პოლიტიკური სუბიექტების უფლებებს ეწინააღმდეგება. საუბარია უფასო საეთერო დროზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო ტელევიზიებში ეძლევათ. 

თამარ კორძაიას განცხადებით, ვიდეორგოლები ეთერში დღეიდან უნდა გავიდეს, თუმცა კომუნიკაციების კომისია ამ დრომდე არ იძლევა მკაფიო განმარტებას რა დროით და რა პირობებით ექნება წვდომა ოპოზიციურ პარტიას საეთერო ბადეზე.  

პოლიტიკოსმა კომისიას მიმართა და მოუწოდა  მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი არადისკრიმინაციული წვდომა წინასაარჩევნო სარეკლამო დროზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორებს მძიმე შეფასება ექნებათ.

"დღეიდან ტელევიზიებმა, საერთო საეთერო მაუწყებლებმა უნდა გაუშვან ყველა პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო რეკლამა. ჩვენმა “ერთიანობამ” კანონის სრული დაცვით მოამზადა წინასაარჩევნო რგოლები იმ ქრონომეტრაჟით, რასაც კანონი ითხოვს, მაგრამ გუშინდელს მერე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ვარკვევთ ჩვენი იურისტები რა დროით და რა ხანგრძლივობით უნდა წარვადგინოთ რეკლამები საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო ტელეკომპანიებში. 

ჩვენ მუდმივად გვაძლევენ განსხვავებულ განმარტებებს და უკანასკნელი განმარტება (ზეპირი) ეწინააღმდეგება პოლიტიკური სუბიექტების უფლებებს და არ არის კანონის მიზნის შესაბამისი განმარტების, აქედან გამომდინარე ასეთი მიდგომა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, რომელიც აუარესებს პოლიტიკური სუბიექტების მდგომარეობას და სულ უფრო ამცირებს სარეკლამო დროს პოლიტიკური სუბიექტებისთვის, აყენებს მათ მძიმე და არათანაბარ მდგომარეობაში მმართველ პოლიტიკურ ძალასთან. 

ასევე, ეს საფრთხეს უქმნის ყველა ტელევიზიას, რომელიც კანონის სწორი განმარტებით გაუშვებს დღეს წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამას, ამიტომ მივმართავთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას - საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნებიდან ამოვიდნენ და არა მისი ტექნიკური და სიტყვასიტყვითა განმარტებიდან, მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი პირველ რიგში არადისკრიმინაციული წვდომა ყველა სუბიექტის წინასაარჩევნო სარეკლამო დროზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ძალიან მძიმე შეფასების საგანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ.” - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი