ხანდახან პაუზა ყველაზე ეფექტურია - ასეთია მმართველი პარტიის პოზიცია დუმის დეპუტატ ვიქტორ ვოდოლაცკის განცხადებაზე, რომ რუსეთთან მიერთების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ, "სახალხო რეფერენდუმის" საფუძველზე უნდა მიიღოს.
"ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ანექსიის მცდელობაზე რაიმე სახის გამოხმაურება, "პროვოკაცია" იქნება - "დუმილი კი არა, ამ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ პოლიტიკაში ხანდახან პაუზის დაჭერა მიმდინარე მოვლენასთან დაკავშირებით, არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური ნაბიჯი" - ამბობს ქადაგიშვილი.
დუმის დეპუტატი კი ამბობს, რომ თუ "სახალხო რეფერენდუმი" გაიმართება და ხალხი რუსეთთან შეერთების სურვილს გამოთქვამს, მაშინ სამართლებრივი პროცედურა დაიწყება.