რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "ოცნებას" ანტიდასავლურ პოლიტიკას უწონებს და დემოკრატიული ლიბერალიზმიდან მკვეთრად გადახვევას "სამაგალითო საქციელს" უწოდებს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რუსეთი ახალს არაფერს აკეთებს, უბრალოდ ახლა მისი მოკავშირე ამ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მყოფი ბიძინა ივანიშვილია და სწორედ ამიტომ ახალი რუსული ექსპანსიის ტალღას ვადევნებთ თვალს, სადაც მთავარ როლში უკვე "ქართული ოცნებაა" .
ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის ის ფაქტი,რომ კრემლთან უნისონში მოქმედებენ და საუბრობენ პრობლემას არ წარმოადგენს, ივანიშვილის გუნდი სიამაყით ამბობს იმასაც, რომ დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებზე არ მიდიან.