რა არის BRICS-ი?

გამოქვეყნდა:

რამდენიმე დღის წინ, ვლადიმირ პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა BRICS-ში - რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის მიერ დაარსებულ გაერთიანებაში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა. ცოტა ხნის შემდეგ კი იგივე განზრახვა ოფიციალურმა ანკარამ გააჟღერა.

რა არის ბრიკსი?

2006 წელს ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა და ჩინეთმა შექმნეს ჯგუფი "ბრიკი", რომელსაც 2012 წელს სამხრეთ აფრიკაც შეუერთდა და სახელი "ბრიკსად" გადაკეთდა. მიზანი - მსოფლიოს ყველაზე დიდ განვითარებადი ქვეყნების გაერთიანება იყო, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მდიდარი სახელმწიფოების მხრიდან მომავალ გამოწვევებს უპასუხებდა. მოგვიანებით ჯგუფს ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საემიროები შეუერთდნენ. 

"ბრიკსში" შემავალი ქვეყნები ერთად აღებულ ამჟამად მსოფლიო მოსახლეობის 45%-ს , ხოლო მსოფლიო ეკონომიკის თითქმის 30%-ს შეადგენენ და მსოფლიოსი არსებული ნავთობის 44%-ს აწარმოებენ. 

"ბრიკსის ქვეყნებმა ჩამოაყალიბეს ახალი განვითარების ბანკიც, რომელიც გავითარებდი ქვეყნებისთვის გასცემს სესხებს. 

"ბრკსის" მეშვეობით, ჩინეთი განსაკუთრებით აფრიკაში ცდილობს საკუთარი გავლენის გაზრდას, რუსეთი კი ამ ორგანიზაციას დასავლეთთან ბრძოლის იარაღად იყენებს, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში.

"ბრიკსის" ქვეყნები ერთმანეთთან ვაჭრობისთვის ძირითადად ამერიკულ დოლარს იყენებენ, ამიტომ ბრაზილიისა და რუსეთის პოლიტიკოსებმა წამოაყენეს წინადადება , რომ შექმნილიყო ბრიქსის ვალუტა, რათა შემცირებულიყო დოლარის დომინირება, თუმცა ეკონომისტები მის განხორციელებას სკეპტიკურად უყურებენ.

"ბრიკსის" სამიტი წელს, ოქტომბერში რუსეთის ქალაქ ყაზანში უნდა გაიმართოს.  

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი