სასამართლომ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის საქმეების განხილვა დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პირველივე პროცესზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას. ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ მოსამართლე ხელისუფლების ინტერესების გატარებასა და პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში დაადანაშაულა. მოსამართლემ ხაბეიშვილი დარბაზიდან გააძევა, რასაც სიტყვიერი და მცრე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა მშვიდად ვიმუშაოთ და ავუხსნათ ამ არჩევნების მნიშვნელობა.მთავარი მოთხოვნაა სასწრაფოდ შეწყდეს ეს ე.წ. სასამართლო პროცესები და მოგვეცეს შესაძლებლობა ვიმუშაოთ.
მოსამართლეს განაჩენი არ გამოუტანია, გადაიდო და ახლა მთელი საარჩევნო კამპანია უნდა ვიაროთ დაკითხვებზე, სასამართლო პროცესებზე. სასაცილოა, რომ თურმე ირაკლი ნადირაძე ყოფილა საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება და კობახიძე არის დალაგებული და გომელაური არასახიფათო ადამიანი, რომელიც ქუჩაში სცემს 19-20 წლის ახალგაზრდებს თავისი ზონდერი ხარებას მეშვეობით. თურმე ეს ხალხი უნდა იყოს თავისუფლებაზე და ჩვენ არ შეგვიძლია ხალხთან საუბარი." ამბობს ხაბეიშვილი.
დღეს ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის პროცესები გადაიდო. ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.