სიკორსკი თვლის, რომ პოლონეთს აქვს უფლება ჩამოაგდოს რუსული რაკეტები უკრაინის თავზე, თუ ისინი დაემუქრებიან ატომურ სადგურებს

გამოქვეყნდა:

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი მიიჩნევს, რომ პოლონეთს აქვს უფლება ჩამოაგდოს რუსული რაკეტები უკრაინის საჰაერო სივრცეში, თუ ისინი საფრთხეს შეუქმნიან ატომურ ელექტროსადგურებს. სიკორსკიმ ამის შესახებ BBC Radio 4-ს განუცხადა.

„ჩერნობილის ატომური ავარია მოხდა უკრაინაში. წარმოიდგინეთ, რომ ერთ-ერთი რუსული უპილოტო თვითმფრინავი ან რაკეტა გადის კურსიდან და არ მიფრინავს პოლონეთში ან რუმინეთში, როგორც ეს უკვე მოხდა, მაგრამ მოხვდება უკრაინის ერთ-ერთ ატომურ ელექტროსადგურს. მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას თავისი ატომური ელექტროსადგურები ასეთი მაწანწალა რუსული რაკეტებისგან“, - განაცხადა მინისტრმა.

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეს მისი პირადი მოსაზრებაა და რაიმე სახის ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა თვლის, რომ ვე თქმით, ეს იქნებოდა თავდაცვის ლეგალური უფლება.
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი