რუსეთში, ვორონეჟის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი ალექსანდ გუსევი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ღამით ოსტროგოჟსკის რაიონში დრონი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა, რომელიც ფეთქებადსაშიშ ობიექტებზე გავრცელდა, მოგვიანებით კი აფეთქებებიც დაიწყო. გუსევის თქმით, ერთ-ერთ დასახლებაში დაიწყო ევაკუაცია და მოეწყო დროებითი განსახლების ცენტრები.
ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევა ოსტროგოჟსკის რაიონში, სოფელ სოლდაცკოეში მოხდა და ასდგილზე საბრძოლო მასალის საწყობი იწყვის.