"პუტინის წარუმატებლობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე" | CIA-ს და MI6-ის ხელმძღვანელების პირველი ერთობლივი პუბლიკაცია ისტორიაში

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა [CIA] და ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის [MI6] ხელმძღვანელებმა  Financial Times-ისთვის ერთობლივი სტატია დაწერეს. უილიამ ბერნსი და რიჩარდ მური აღნიშნავენ, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინაში და სხვა კონფლიქტებმა, ცივი ომის შემდეგ, მსოფლიო ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დააყენა 

ცხადია, რომ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგი - დაბალანსებულ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფდა შედარებით მშვიდობას, სტაბილურობას, ცხოვრების მაღალ სტანდარტებს, შესაძლებლობებსა და კეთილდღეობას - ემუქრება ისეთი საფრთხეები, როგორიც ცივი ომის შემდეგ არ ყოფილა, - 

ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე დასავლეთისთვის უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის წარუმატებლობა." ვკითხულობთ წერილში

ცნობისთვის, ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბრიტანეთისა და ამერიკის სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელებმა ერთობლივი პუბლიკაცია გაავრცელეს.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი