დნეპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადის დასახლებაში ოკუპანტების მიერ სარაკეტო იერიშის შედეგად 82 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი ავრცელებს.
დაჭრილებს შორის 7 არასრულწლოვანია. დაშავებულთა უმეტესობა საავადმყოფოებშია გადაყვანილი და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტებითა და ისკანდერ-მ/KN-23-ით მიიტანეს იერიში.