პორტუგალიაში ციხიდან 5 პატიმარი გაიქცა

გამოქვეყნდა:

ლისაბონის მახლობლად მდებარე ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა - ინფორმაციას ადგიულობრივი მედია ავრცელებს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დილის 9 საათზე მოხდა. გაქცეულებს შორის ორი პორტუგალიელი, ორი რუმინელი და ერთი ბრიტანელია. 

როგორც ირკვევა, პატიმრები დილით საკნებიდან ეზოში გამოვიდნენ და 6 მეტრის კედელზე გარედან მიყუდებული კიბით გადაძვრნენ. 

აღსანიშნავია, რომ პატიმრებს გარედან სამი ადამიანი დაეხმარა, რომლებმაც კიბე გაამზადეს და პატიმრებს ციხესთან შავი მერსედესით დახვდნენ. 

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

მედიაში ვრცელდება გაქცეული პატიმრების ფოტომასალაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი