"ქარელის მერის მოადგილის მეუღლემ შეგვიშალა ხელი წინასაარჩევნო კამპანიაში, ასევე ფიზიკურად დაგვესხა თავს..." | ლანა გალდავა

გამოქვეყნდა:

"ქარელის მერის მოადგილის მეუღლემ შეგვიშალა ხელი წინასაარჩევნო კამპანიაში, ასევე ფიზიკურად დაგვესხა თავს...", - ამის შესახებ კოალიციის "ძლიერი საქართველო" წევრი ლანა გალდავა სოციალურ ქსელში წერს. 

ქარელის მერის მოადგილის - ვლადიმერ სულაქველიძის მეუღლე. შეგვიშალა ხელი წინასაარჩევნო კამპანიაში, ასევე ფიზიკურად დაგვესხა თავს კონკრეტულ პირთან ერთად. საპატრულო ეკიპაჟი აქ არის, რომელიც არ რეაგირებს. პირიქით, ერთი მათგანი შეიკეტა მარკეტში დამნაშავესთან ერთად. გარშემო არის უამრავი ვიდეოთვალი და არ ხდება არაფერი, საკითხის გასარკვევად.

ასევე გვაქვს სხვა მტკიცებულებები, მათ შორის, პოლიციის ინდიფერენტულობის და დამნაშავეებთან ერთად მარკეტში ჩაკეტვის, - წერს ლანა გალდავა.

სარედაქციო განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი