"ჩემი ხმა ევროკავშირს" | არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალი სადამკვირვებლო მისია დააფუძნეს

გამოქვეყნდა:

"ჩემი ხმა ევროპას", - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გადამწყვეტი არჩევნების წინ წინასაარჩევნო საინფორმაციო კამპანია დედაენის ბაღიდან დაიწყეს. დღესვე, ენჯეოების წარმომადგენლებმა ახალი სადამკვირვებლო მისია დააფუძნეს. ამ ეტაპზე, კოალიცია 30-მდე ორგანიზაციას აერთიანებს. 

დედაენის ბაღში მისულ თითოეულ ადამიანს შესაძლებლობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირდეს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, წლევანდელი არჩევნები რეფერენდუმის ტიპისაა და სწორედ ამ დღეს უნდა გადაწყდეს, ქვეყანა ევროპისკენ ირჩევს გზას თუ რუსეთისკენ. შესაბამისად, მათი თქმით, თითოეული ხმის დაცვა აუცილებელია. 

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი