აფხაზეთის ანექსიის საფრთხე | კრემლი მარიონეტულ რეჟიმს დაფინანსებას უჩერებს - "ოცნების" ხელისუფლება დუმს

გამოქვეყნდა:

აფხაზეთის სეპატისტულმა რეჟიმმა, ადგილობრივი მოსახლოების მოთხოვნით, უარი თქვა რამდენიმე კანონპროექტის მიღებაზე. მათ შორის, რუსული კანონის ანალოგზე, და ასევე აპარტამენტების კანონზე, რაც რუსეთის მოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობას აძლევდა. კრემლმა მის მიერ უკანონოდ ოკუპირებული რეგიონის დასჯა და ფინანსების შეზღუდვა გადაწყვიტა.

ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონი აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა "ქართული ოცნების" სტილში ღამით და რიგგარეშე მიიღო, თუმცა მალევე პროტესტის ფონზე უკან გაწვევა მოუხდა. მანამდე აფხაზებმა ე.წ. პარლამენტს არ მიაღებინეს აგენტების რუსული კანონიც, რაც ასევე პროტესტის ფონზე მოხდა. კიდევ უფრო ადრე აქციები მოჰყვა 180 ჰექტარზე განლაგებული ბიჭვინთის აგარაკების კრემლისთვის გადაცემას. ყველაფერი ეს პუტინისთვის საბაბია - გაახსენოს სოხუმს ვინ არის პატრონი და ვინ მორჩილი. 

სოხუმისთვის ნიშანდობლივი უნდა იყოს ის გარემოებაც, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება საქართველოში მიმდინარე პროცესებთანაც არის კავშირში. აფხაზეთში ზოგიერთმა ეს ოლიგარქ ივანიშვილისთვის კოჭის გაგორების მცდელობად აღიქვა. სოხუმისთვის ე.წ. დამოუკიდებლობლობის არ მილოცვით, კრემლსა და თბილისს შორის დამთბარი ურთირთობების ფონზე, პუტინმა ივანიშვილის წინასაარჩევნო სურათი არ გაუფუჭა, მორე მხრივ კი მკაფიოდ აჩვენა ბჟანიას, რომ მისთვისაც კარს მომდგარ არჩევნებზე ყველაფერი შესაძლოა მის საწინააღმდეგოდ დასრულდეს. 

აფხაზეთს წლის ბოლომდე ხელფასების დასარიგებლად 700 მილიონი რუბლი დასჭირდება რაც, რა თქმა უნდა, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არ გააჩნია.  პუტინის მარიონეტულ რეჟიმს მოძრაობის ველი შეზღუდული აქვს. ან კრემლის დათმობაზე უნდა წავიდეს და რუსული კანონები მიიღოს, რასაც ხალხის პროტესტი მოყვება, ან სრულ ეკონომიკურ კრახს მიიღებს. ვერ ნასწავლი ისტორიის  გაკვეთილებიდან  კი მორიგი თავი აფხაზებს ხელახლა აქვთ გადასაკითხი- როგორ იქცევა რუსეთი მაშინ, როდესაც მას სრულ მონურ მორჩილებას არ უცხადებ. სხვათა შორის ეს თავი ამავე სახელმძღვანელოდან თბილისშიც აქვთ გადასაკითხი - იმის გასააზრებლად  თუ რა მოაქვს მოსკოვთან დამთბარ ურთიერთობებს. თუმცა რუსულ შარბათში თავჩარგულ ოლიგარქის ოცნებას დღეს ამისთვის არ სცალია, რადგან ეს რუსული კისელი მისი ძალაუფლების გახანგრძლივების ერთადერთ საშუალებად ესახება. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი