ევროპელი პრეზიდენტის ქართული მარში | სალომე ზურაბიშვილის გზავნილები "ოცნების" წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

პროდასავლური ოპოზიცია ევროპული იდეის და დემოკრატიული ღირებულებების გარშემო გაერთიანდა - მსხვილ საარჩევნო ცენტრებად ჩამოყალიბებული ოპოზიციური ძალების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა პრეზიდნეტის, სალომე ზურაბიშვილის, მიერ ინიცირებულ "ქართულ ქარტიასაც" შეუერთდა, რომელიც ამ პარტიების მხრიდან სწორედ ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიის პრინციპების ერთგულების განაცხადია.

პროდასავლური პოლიტიკური ძალების ერთი იდეისა და მიზნის გარშემო კონსოლიდაცია ოლიგარქმა 
ივანიშვილმა მისი ძალაუფლებისთვის საფრთხედ აღიქვა და სწორედ ამიტომაც ოპოზიციის აკრძალვა დააანონსა.

ოპოზიციის კონსოლიდაციის და პოლიტიკური ველის გაჯანსაღების პროცესში კი განსაკუთრებული მისია საქართველოს პრეზიდენტმა იკისრა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუციებიდან ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც ერთგული რჩება საქართველოს ევროპული და დემოკრატიული განვითარების იდეისა. და დღეს სალომე ზურაბიშვილი, რომლის საარჩევნო ბანერზეც წლების წინ თავად ივანიშვილი იყო გამოსახული, ოლიგარქის პარტიას პოლიტიკური თავაზიანობის გარეშე მოიხსენიებს, როგორც ქართული კოშმარი, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი