დაიცავი ევროპული არჩევანი | 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია

გამოქვეყნდა:

26 ოქტომბერს საქართველო ევროპულ არჩევანს საბოლოოდ გასაფორმებლად ემზადება. ეს არ არის მხოლოდ კენჭისყრა იმის თაობაზე, თუ რომელი პოლიტიკური პარტია დგას მოქალაქეების გემოვნებასთან ახლოს. არამედ, ეს არის ისტორიული გზაგასაყარი - მდიდარი, ევროპული და დემოკრტიული საქართველოსი ერთის მხრივ, და ღარიბი, დამონებული და რუსულ ჭაობში იზოლირებული კოლონიისა, მეორეს მხრივ.

არჩევანი ამ ქვეყნის მოსახელობის აბსოლუტური ურმავლესობისთვის, დღესავით ნათელი და მარტივია. თუმცა ამ არჩევანს დაცვა და ფხიზლად ყოფნა ჭირდება. რადგან  პრორუსი ოლიგარქი, რომელმაც ქვეყანას რუსული კანონი მოახვია თავს და ახლა დიქტატურის დამყარებას გვპირდება, ხალხის არჩევანის გაყალებას ცხადია შეეცდება. მაგრამ მოქალაქეთა აქტიურობა და საკუთარი არჩევანის დაცვა ის გაუვალია კედელია, რომლის წინაშე ოლიგარქიული რეჟიმიც კი უძლურია.

30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს, 8 სექტემბერს, სადამკვირვებლო მისია დააფუძნა. მასში გაწევრიანება 18 წელს გადაცილებულ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუძლია. მთავარი მიზანი კი არჩევნებში თავისუფალი მოქალაქეების ხმის დაცვაა. 

ავტორი: ბექა ყორშია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი