"კოალიცია ცვლილებისთვის" მემორანდუმი: პარლამენტში არჩეული არც ერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს ივანიშვილისა და "ოცნების" ავტორიტარულ რეჟიმთან

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" გამოდის ინიციატივით, პარლამენტის მომავალმა წევრებმა ხელი მოაწერონ მემორანდუმს, რომ ისინი არანაირი ფორმით არ ითანამშრომლებენ ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ავტორიტარულ რეჟიმთან.

"საქართველოს მოქალაქეების ინტერესების, ჩვენი სამშობლოს ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების ინტერესებში, "კოალიცია ცვლილებისთვის" პარლამენტში არჩეული არც ერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ავტორიტარულ რეჟიმთან,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ 

როგორც კოალიციის ლიდერებმა აღნიშნეს, მომავალში საქართველოს ხელისუფლებას უნდა წარმოადგენდეს კოალიციური მთავრობა, რომლის შემადგენლობაშიც პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა ნიკა გვარამიამ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა მელიამ და ზურაბ ჯაფარიძემ მემორანდუმს ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერეს. ნიკა გვარამიამ მსგავსი ვალდებულების აღებისკენ სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მოუწოდა.

"ჩვენ ვიქნებით ოპოზიციური ამომრჩევლის ნების ერთგული. ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას დღესვე და ველოდებით სხვების მიერაც ამ ვალდებულების აღებას," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი