რუსეთის მიერ ნიკოპოლის დაბომბვის შედეგად მოზარდი დაიღუპა, დაშავდა სამი ადამიანი

გამოქვეყნდა:

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, ნიკოპოლში რუსი სამხედროების მიერ საარტილერიო დაბომბვის შედეგად 16 წლის გოგონა დაიღუპა.

"სასწრაფო სამსახურის თანამშრომლებმა ის დაზიანებული სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. სამწუხაროდ, მან სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო", - წერს ის.

გარდა ამისა, მისი თქმით, ნამსხვრევებით ჭრილობები კიდევ სამმა ადამიანმა მიიღო. 79 წლის კაცი საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 74 წლის კაცმა და 66 წლის ქალმა ადგილზე სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ უარი განაცხადეს ჰოსპიტალიზაციაზე.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი