"კოალიცია ცვლილებისთვის" "ქართულ ოცნებასთან" არც ერთი ფორმით არ ითანამშრომლებს | ლიდერების საჯარო პირობა ხელმოწერილია

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული და ამოქმედებული ქართული ქარტიის შემდეგ, პირველი ინდივიდუალური განაცხადი გაკეთებულია. "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი - დროას" ლიდერებმა საჯარო პირობა დადეს და ხელიც მოაწერეს, რომ "ქართულ ოცნებასთან" არასდროს, არც ერთი ფორმით არ ითანამშრომლებენ. პირობა გულისხმობს "ოცნებისთვის" მთავრობის ფორმირებაში ან სხვა ნებისმიერ ქმედებაში დახმარებას და ეხება ყველას, ვინც მომავალი ანუ არჩევნებისშემდგომი პარლამენტის წევრი გახდება.

ამ განაცხადის, ანუ მემორანდუმის მოტივი ცალსახაა - ოლიგარქის ხელისუფლება ფსონს ორი მიმართულებით დებს - პირველი ის არის, რომ ცოტა ხალხი მივიდეს არჩევნებზე, რადგან რაც ნაკლები აქტივობა იქნება, მით მეტად შეეძლებათ ხმების გაყალბება - და მეორე გზა - თუ ბევრი ხალხი მივიდა არჩევნებზე, პარლამენტში შესული ე.წ მოწყვლადი, ანუ მარტივად დასაყოლიებელი პოლიტიკოსების ძებნას დაიწყებენ, რომ იქნებ გადაბირებებით, მოსყიდვით ან ტერორით გაიფორმონ სასურველი მანდატები - "კოალიცია ცვლილებისთვის" ფიქრობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებისთვის გზის ორივე მიმართულებით ჩაკეტვა აუცილებელია.

"კოალიცია ცვლილებისთვის" გაერთიანებამ ამ ვალდებულების აღებისკენ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებსა და სუბიექტებსაც მოუწოდა. შემოთავაზებული პირობა ოპოზიციამ ვერ დაიწუნა, მაგრამ ნაწილმა კოალიციის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი