ოპოზიციის საწინააღმდეგო გვერდები Facebook-ზე | პარტიაში "საქართველოსთვის" ადასტურებენ, რომ გვერდების ნაწილს მათი მხარდამჭერები მართავენ

გამოქვეყნდა:

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში საარჩევნო გარემო სულ უფრო მძიმდება და პროპაგანდის მასშტაბები იზრდება. "მითების დეტექტორმა" სოციალური ქსელი შეისწავლა და აღმოაჩინა არაერთი გვერდი, რომელიც ოპონენტების დისკრედიტაცისა და გასაშავებლად არის შექმნილი. ხმაურიანი ანგარიშის გასაჯაროებას მოჰყვა აღიარება, რომელიც შიდა ოპოზიციურ ბრძოლას ადასტურებს - გიორგი გახარიას პარტიაში "საქართველოსთვის" ადასტურებენ, რომ მათი მხარდამჭერები მართავენ გვერდებს სოციალურ ქსელში, რომლებიც ოპოზიციაზე და განსაკუთრებით "ლელოზე" თავდასხმისთვის გამოიყენება. 

მე რაც შემხვდა იმასთან დაკავშირებით, რაღაც კონტენტი ვნახე, რა მითებზეა საუბარი ან რა ფეიკებზე, ვერ ვხვდები. საერთოდ არ ვიცი რა წარმოდგენა აქვთ პარტიებს საკუთარი მხარდამჭერების ქმედებებზე. ჩვენ არც იმას ვავალებთ ჩვენს მხარდამჭერებს, რა თქვან და არც იმას ვავალებთ, რა არ თქვან. ეგ არის სიტყვის თავისუფლება და ყველას შეუძლია თავის გამოხატვა დააფიქსიროს მიუხედავად პოლიტიკური სენტიმენტებისა. მერე მეორე, იქ რა მოხდა ვერ გავიგე, სიმართლე რა არ იყო, არბიტრაჟში არ წააგო იმ ადამიანმა, ეს არ იყო სიმართლე, 5 მილიარდს არ სთხოვდა ქვეყნის მოქალაქეებს, თუ რა იყო იქ ან მითი ან რამე მსგავსი. გაშავება იცით როდის ხდება? როცა რაღაცას არარეალურს იძახი. არარეალურს აკეთებ. პარტია "ლელოსთან" დაკავშირებით ან ნებისმიერ სხვა პარტიასთან დაკავშირებით, თუ ისინი არ წარმოადგენენ "ნაციონალურ მოძრაობას", ჩვენ, ბევრჯერ გვითქვამს, რომ მივესალმებით მათ თანამედროვე პარლამენტში, - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი.

"სამწუხაროა, როცა ოპოზიციური პარტიებიდან ვაწყდებით ასეთ ფაქტებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ კოორდინაცია გვქონდეს აბსოლუტურად ყველასთან, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გამოწვევების წინაშეა ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ვხედავთ ასეთ ფაქტებს, რომელიც ძალიან გავს ამ ხელისუფლების ქცევას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პარტია გამოვიდა 41 ნომრიდან, "ქართული ოცნებისთვის" დამახასიათებელი პოლიტიკური ჩვევები, როგორც ჩანს, ვერ მოიშორეს და ვხედავთ თავდასხმებს, ძალიან ორგანიზებულ და კოორდონირებულ თავდასხმას და სიცრუის კამპანიას ჩვენს წინააღმდეგ", - ამბობს "ლელო საქართველოსთვის" წევრი, საბა ბუაძე 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი