სამოქალაქო საზოგადოებამ ხალხთან ერთად რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნებისთვის უპრეცენდენტო მზადება დაიწყო. კოალიციური სადამკვირვებლო მისია უკვე რეგისტრირებულია, სადაც მონაწილეობის სურვილი უკვე 1000-მდე მოქალაქემ გამოთქვა. კოალიციაში ასობით მოქალაქის ირგვლივ 29 ორგანიზაცია შეიკრიბა, რომლებიც ამ პლატფორმაზე გაერთიანებულ პირებს არჩევნებისთვის გადაამზადებენ. მიზანი ერთია - კამპანია "ჩემი ხმის" წევრებმა საქართველოს ყველა ოლქის, ყველა უბანი მოიცვას, რათა დაცული იყოს თითოეული მოქალაქის ხმა.
ყველაზე სახალხო, ყველაზე სამოქალაქო და საყოველთაო სადამკვირვებლო მისიას გეგმა აქვს, როგორ უნდა დაცვას არჩევნების დღეს უბნის გახსნის პირველივე წუთიდან ბოლომდე ამომრჩევლის ხმები. არჩევნების გაყალბების მინიმუმამდე დაყვანისთვის საჭიროა ბევრი თავისუფალი მოქალაქე.
იმისათვის, რომ კოალიციური სადამკვირვებლო მისიის წევრი გახდე და თავად დააკვირდე გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებს საჭიროა იყო 18 წელს ზემოთ. კოალიციაში ახალგაზრდებს უხსნიან, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა პროფესიის ხარ და სად მუშაობ. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებვერდზე: wevote.ge