წყალდიდობა მაროკოში | დაღუპულია, სულ მცირე, 18 ადამიანი

გამოქვეყნდა:

წყალდიდობაა მაროკოში - შედეგად, დაღუპულია, სულ მცირე, 18 ადამიანი, ოთხი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს და წერს, რომ დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქეა, ესპანეთიდან, კანადიდან და პერუდან.

წყალდიდობა მაროკოს სამხრეთით მდებარე პროვინციებში, მათ შორის ტატაში, ტიზნიტში, ერაჩიდიაში, ტინგირსა და ტარუდანტში, კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია.

სტიქიის შედეგად 56 საცხოვრებელი სახლი განადგურდა, დაზიანდა გზები. მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი