კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ - დაკავებულია საგარეჯოს ორგანიზაციის წევრი, აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი, ვუსალ კაიბოვი. საბა ბუაძის თქმით, კაიბოვის სახლში სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულ იარაღთან, არც კოალიციის წევრს და არც მისი ოჯახის არც ერთ წევრს შეხება არ აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 59 ვაზნა ამოიღეს. თავად კაიბოვის ადვოკატი კი ამბობს, რომ დაკავებული ამას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.
"მან თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს. ის თავს გრძნობს უდანაშაულოდ. მისი განცხადებით, მისი ძმის სახლიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მან ნახა პირველად. მისი განცხადებით, არის 2 ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული, 1 არის სრულიად გამოუსადეგარი, მისი სიტყვებით ვამბობ, რომ არის დაჟანგულ მდგომარეობაში, ხოლო, მეორე იარაღი, რომელიც არის ამოღებული, მისი განცხადებით, მან პირველად ნახა ორივე აღნიშნული იარაღი. პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს ამ აღნიშნულ ბრალდებას, რომელიც ჯერ არ არის წაყენებული - თუმცა, დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე", - ამბობს ადვოკატი.
იხილეთ ასევე: